17 ნოემბერი 2024,   10:19
ვრცლად
მე ოპოზიციას არ ვებრძვი, ვებრძვი ჩვენი ქვეყნის მტრებს - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარეს, დეპუტატ ალეკო ელისაშვილს მიმართა პარლამენტის ტრიბუნიდან და მოსთხოვა ერთი კონკრეტული მაგალითი მაინც მოეყვანა იმისა, რომ მიკერძოებული პოზიცია დააფიქსირა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ.

ირაკლი ღარიბაშვილმა, ალეკო ელისაშვილს განუმარტა, რომ ის ოპოზიციას არ ებრძვის და ებრძვის ქვეყნის მტრებს.

"მე ოპოზიციას კი არ ვებრძვი, მე ვებრძვი იმ ადამიანებს, ვინც უზარმაზარი ზიანი, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ჩვენს სახელმწიფოს, ვინც ტერიტორიები დაგვაკარგვინა, ვინც გაყიდა ჩვენი ისტორიული მიწები, ვინც ასი ათასობით ჩვენს მოქალაქეს პატივი, ღირსება, ნამუსი ახადა, გაასამართლა, ვინც ბიზნესები დაანგრია, ვინც აწამა, დატანჯა ჩვენი მოსახლეობა. აი, ამ ხალხს ვებრძვი მე. და ყველაფერს გავაკეთებ მე რიგითი პოლიტიკოსი და რიგითი მოქალაქე, რომ ასეთი ანტისახელმწიფოებრივი, ჩვენი ქვეყნის მტრები ვერასოდეს ვეღარ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ამაშია განსხვავება. თქვენ თუ ამ განსხვავებას ვერ ხედავთ, მაშინ არ ვიცი რაზე უნდა გესაუბროთ.

უნდა დავაზუსტოთ, რომ მე არავის არ ვებრძვი, მე ვებრძვი ჩვენი ქვეყნის მტრებს. როგორც შიდა მტრებს ისე გარე მტრებს. აი, ეს არის ჩემი პასუხი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები