ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ჰელსინკის კომისიის" ლიდერები, სენატორი როჯერ უიკერი, სენატორი ბენ კარდინი, კონგრესმენი ელსი ჰეისტინგსი და ჯო უილსონი აცხადებენ, რომ მომხდარი არ შეესაბამება საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს და საქართველოს მთავრობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
"მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის მთავარ ოფისზე თავდასხმა და მისი ლიდერის თვითნებურად დაკავება დემოკრატიულ პროგრესს არ შეესაბამება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გაათავისუფლოს ნიკა მელია, განმუხტოს კრიზისი და ხელახლა ჩაერთოს დიალოგში აგრესიის ნაცვლად" - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.