17 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
საქართველოს ახალ პრემიერმინისტრს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება - ოლივერ ვარჰეი ღარიბაშვილს მხარეების დიალოგში ჩართვისაკენ მოუწოდებს

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და დიალოგისა და პოლიტიკური სტაბილურობის აუცილებლობაზე წერს:

"საქართველოს ახალ პრემიერმინისტრს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება დაძაბულობის შემცირებასა და დიალოგში ყველას ჩართვაზე. ყველა მხარემ უნდა აჩვენოს თავშეკავება და პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლასა და რეფორმებისთვის მნიშვნელოვანია,"- წერს ევროკომისარი.

დღის ამბები