11 მაისი 2024,   06:35
ვრცლად
კორონავირუსის პანდემია 2022 წლის დასაწყისში დასრულდება - ჯანმო  

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში Covid-19-ით გამოწვეული გართულებებით დაღუპულთა რაოდენობა 20%-ით არის შემცირებული. მათივე ცნობით, გასული კვირის განმავლობაში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 11%-ით შემცირდა.

როგორც ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, კორონავირუსის პანდემია 2022 წლის დასაწყისში დასრულდება.

ჰანს კლუგეს განმარტებით, 2021 წელს კორონავირუსი კვლავ გავრცელებული იქნება, თუმცა უფრო მართვადი იქნება, ვიდრე 2020 წელს იყო.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ამ დროისთვის Covid-19 ინფიცირებულთა რაოდენობა 113 მილიონს შეადგენს, გარდაიცვალა 2 მილიონ 500 ათასი პაციენტი.

დღის ამბები