ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად, გასული წლის თებერვლიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობამ 269 800 შეადგინა.
კოვიდინფექცია კიდევ 470-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 263 727 გახდა.
ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, COVID-19-ს კიდევ 12 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 475 გახდა.
ქვეყანაში გასულ დღე-ღამეში 22 501 კვლევა ჩატარდა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 13 718 , PCR ტესტით - 8 783.
დადებითობის მაჩვენებელი - დღიური 1,61%-ია, ბოლო 14 დღის - 2,28%, ბოლო 7 დღის - 2,25%.