ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს დაესხნენ. ინციდენტი ღამით წყნეთის ქუჩაზე მოხდა. ვახო სანაია მეუღლესთან, მცირეწლოვან შვილთან და რძალთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მოყინული გზაზე გაჩერებულ მანქანის გადაყვანას მაშველებთან ერთად ცდილობდა.
სწორედ ამ დროს მას ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამი პირი ფიზიკურად გაუსწორდა, დაზიანებები აქვს ვახო სანაიას რძალსაც.
სამივე თავდამსხმელი დაკავებულია, ჟურნალისტს კი სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.
"თავზე მაქვს დაზიანებები და სისხლნაჟღენთები, როდესაც წაქცეული ვიყავი მუშტებით და ფეხებით გამეტებით მირტყამდნენ. ბავშვი ძიძას ეჭირა და ისტერიულად ტიროდა. ჩემთან ერთად მყოფ ქალებსაც შეეხნენ ხელით. ეს ჩვეულებრივად არ ხდება ეს არის გაგრძელება 20 ივნისის,"-აღნიშნა ვახო სანაიამ.
მომხდარ ინციდენტე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით მიმდინარეობს, დანაშაული 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.