17 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
თუ ეს არ არის პოლიტიკური ახირება, მოხსნან ეს საკითხიც, მელიას გირაო გადახდილი აქვს - გიორგი ბარამიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე პარტიის ლიდერ ნიკა მელიასთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებას "დღის კურიერის" ეთერში გამოეხმაურა.

როგორც ცნობილია, პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით, ბრალდებულ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე. 

"თუ გვაქვს ესეთი ვითარება, რომ გაზრდილი გირაო გაუქმებულია და არის წინასწარი პატიმრობა, რომელზეც პროკურატურა იძახის, რომ არ მჭირდებაო. მორჩა, თუ არ სჭირდებათ, მოხსნან ეს პრობლემა, გირაო გადახდილი აქვს და დარჩება სწორედ სტატუს კვო. თუ ეს არ არის პოლიტიკური ახირება, გათვლილი "ქართული ოცნების" ამომრჩეველზე, რომ აჩვენონ, აი ჩვენ რა მაგრები ვართ, მაინც ხომ გავიტანეთ ჩვენი. ამას უფრო გავს პროკურატურის მოქმედება გამომდინარე "ქართული ოცნების" ინტერესებიდან, ვიდრე რაიმე სამართლებრივი მოქმედებას. ამიტომ, თუ მათ უნდათ ვითარების განმუხტვა, უნდა გააკეთონ ის, რომ გაუქმებულია დამძიმებული გირაო და თუ, თვითონაც ამბობენ, რომ არ ესაჭიროებათ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ნიკა მელია საპყრობილეში, მოხსნან ეს საკითხიც და დამთავრდება ამით ყველაფერი. გირაო აქვს გადახდილი ნიკა მელიას," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

დღის ამბები