17 ნოემბერი 2024,   10:20
ვრცლად
ჟურნალისტზე თავდასხმის დეტალები - ვახო სანაია თავდასხმას პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს

ჟურნალისტ ვახო სანაიას და მის ოჯახს თავს დაესხნენ. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, წყნეთის ქუჩაზე, მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტი ოჯახთან ერთად ავტომობილით გადაადგილდებოდა. ჟურნალისტმა და მისმა ოჯახმა საპატრულო პოლიციის გამოძახება მოახერხეს. პოლიციამ სამივე მოძალადე ადგილზე დააკავა. 

ვახო სანაიამ მომხდარის დეტალებზე "კურიერთან" ისაუბრა. ტელეწამყვანი დარწმუნებულია, რომ შემთხვევა მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება, რადგან მოძალადეები თავდასხმაზე მაშინ გადავიდნენ, როდესაც სანაიამ პირბადე მოიხსნა და მისი ამოცნობა შეძლეს.

ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა ოპოზიცია და პასუხიმგებლობა მმართველ პარტიას დააკისრა.

სანაიასა და მის ოჯახზე განხორცილებული ძალადობა დაგმეს მმართველ გუნდშიც. ფაქტს გამოეხმაურნენ პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და "ქართული ოცნების" სხვა წევრები. 

ჟურნალისტზე ძალადობის ფაქტზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მედიაკოალიციაში შემავალმა ორგანიზაციებმა.

მომხდარს განცხადებით გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტზე თავდასხმის შეგუება დაუშვებელია და სრულად უნდა მოხდეს ამ და მსგავსი გახმაურებული საქმეების გამოძიება.

ამავე თემაზე
დღის ამბები