17 ნოემბერი 2024,   10:19
ვრცლად
"საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავი" - ეროვნული არქივის ონლაინ გამოფენა ტრაგიკულ თარიღს ეძღვნება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა დღეს ონლაინ გამოფენა "საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავი" გახსნა. ექსპოზიციაზე ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტაციაა თავმოყრილი, უნიკალური საარქივო მასალა, რომელიც 100 წლის წინ საქართველოში მომხდარ სამწუხარო მოვლენებზე საინტერესო და უტყუარ ცნობებს გვაწვდის.

მათ შორისაა რუკა, რომელზეც ნაჩვენებია საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის მარშრუტი, მთავრობის ხელმძღვანელთა მოწოდებები და წერილობითი დოკუმენტები, ომის მიმდინარეობის ამსახველი საგაზეთო პუბლიკაციები და ფოტოები.

დღის ამბები