17 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
ალტერნატივა არ აქვს დიალოგს და კანონის უზენაესობას, ჩვენ მზად ვართ ჩვენი წილი, სხვაზე მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ - მამუკა მდინარაძე

უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა იმ თემებზე ისაუბრა, რომელზეც სხდომაზე ისაუბრეს:

"ბევრ თემაზე იყო საუბარი, 4 ძირითადი თემა იყო. უმრავლესობა არის იმ აზრზე რაც ხმოვანდებოდა მთელი ამ დღებში და რაც ემთხვევა საბედნიეროდ ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების პოზიციას, რომ ალტერნატივა არ აქვს დიალოგს და კანონის უზენაესობას. ჩვენ მზად ვართ ჩვენი წილი სხვაზე მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ და ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ ოპონენტებმაც, რომ სტაბილური და დემოკრატიული განვითარება ქვეყანამ განაგრძოს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით საუბარი ასევე შეეხო თბილისში სამშენებლო ამნისტიას, საგამოძიებო კომისიას და ასევე საუბარი იყო საარჩევნო კანონმდებლობაზეც.

დღის ამბები