16 აპრილი 2024,   14:58
ვრცლად
ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდამსხმელებს ბრალი წაუყენეს

ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმაში ბრალდებულ სამ პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. იზოლატორში უკვე იმყოფებოდნენ ადვოკატები. ამის შემდეგაც სასამართლომ უკვე აღმკვეთ ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. ბრალდება პატიმრობას ითხოვს.

შემთხვევა წყნეთის ქუჩაზე, მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტი ოჯახთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა. სანაია მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. სამივე მოძალადე პოლიციამ ადგილზევე დააკავა.

დღის ამბები