საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "დოჟდისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას კონკრეტული თარიღი საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით არასდროს დაუსახელებია.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას საქართველოში დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც მოსახლეობის დაახლოებით 60-70%-ს შეადგენს.
"დიახ, სიმართლეა, რომ საქართველოში მე დიდი მხარდაჭერა გამაჩნია, დაახლოებით 60-70 პროცენტი ქვეყანაში ჩემს დაბრუნებას მიესალმება, თუმცა მე კონკრეტული თარიღი დაბრუნებასთან დაკავშირებით არასდროს დამისახელებია. მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გავაკეთებ.
ყოველთვის მზად ვიყავი დახმარებისთვის, ამავდროულად, არ მინდოდა ხელი შემეშალა ოპოზიციური ერთიანობისთვის, რადგან რომელიღაც ოპოზიციურ პარტიას არ მოსწონდა, რომ მე ვიყავი ყველაზე პოპულარული, ჩვენ კი უმრავლესობა გვჭირდებოდა და არა პირველობა," - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.