17 ნოემბერი 2024,   10:19
ვრცლად
წერილი ციხიდან, კარვები რუსთაველზე და მარტის გეგმა - ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს იწყებს 

რუსთაველზე ისევ კარვებია გაშლილი, სამანქანო გზა გახსნილია, აქცია კი დასრულებული, თუმცა დაანონსებულია საპროტესტო გამოსვლების საგაზაფხულო განრიგი:

სამშაბათი პარლამენტის პიკეტირება, პარასკევი მთავრობის ადმინისტრაციის ბლოკირება, სამშაბათი შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხუთშაბათი სასამართლო, შაბათი ისევ რუსთაველი და პარლამენტის შენობა - 

ოპოზიციამ გეგმა გაწერა, რომელიც ისევ ნაცად ხერხს, სამთავრობო შენობების პიკეტირებას გულისხმობს.

გეგმა ოპოზიციამ დღეს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გამოაცახადა სადაც ასევე ნიკა მელიას ციხიდან გამოგზავნილი წერილი ხმამაღლა წაიკითხეს.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს. პირველზე დაწყებული საპროტესტო მსვლელობა ოპოზიციამ ოთხზე პარლამენტის წინ დაასრულა.

ოპოზიციის სამოქმედო გეგმა ძირითადად კვლავ საპროტესტო მსვლელობებისგან და აქციებისგან შედგება.

დღის ამბები