17 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
საფრთხე შეიძლება დავინახოთ, თუ ქვეყანაში დაიწყება დესტაბილიზაცია და ვერ მოხდება შეთანხმება - გიორგი ხელაშვილი 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლების საგანგებო განცხადებაზე საუბრობს, სადაც წერია, რომ "საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის თავისუფალი წევრის ადგილი ეჭვს არ იწვევს, მაგრამ საფრთხის ქვეშ დგას თავისუფლებაზე ძალადობისა და თავდასხმების გამო."

გიორგი ხელაშვილი ამბობს, რომ საფრთხეებს ვერ ხედავს და ის, იმ შემთხვევაში შეიქნება, თუკი ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაიწყება. 

"ამ საფრთხეს მე ვერ ვხედავ, საფრთხე შეიძლება დავინახოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში დაიწყება დესტაბილიზაცია და ვერ მოხდება შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ეს საფრთხე, რაც უკავშირდება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე შეჩერებას, ან უკან დახევას, უნდა გავითავისოთ როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ.

ეს ძალიან მარტივი დასანახია შეუიარაღებელი თვალით, როდესაც გარედან უყურებ საქართველოს. ჩვენ რასაც ვხედავთ, არის მუდმივი პროვოკაციები, ეს არის მუდმივი დაპირისპირება, მუდმივი ხმაური, შესაბამისად, ნებისმიერ სახელმწიფოში, სადაც ეს ხდება, მაშინვე ჩნდება ეჭვი და ვარაუდები იმის შესახებ, რომ ქვეყანაში რაღაც არ არის რიგზე და რომ ეს ქვეყანა, დემოკრატიულ სტანდარტებს ვერ პასუხობს,“ - ამბობს გიორგი ხელაშვილი.

 

დღის ამბები