ხვალ საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა. შარლ მიშელი დაგეგმილია შეხვედრები ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან.
მთავარი თემა კი, სავარაუდოდ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და მხარეებს შორის დიალოგის პერსპექტივა იქნება. მის ვიზიტს წინ უძღვოდა ევროპარლამენტარების წერილი, რომელშიც მათ შარლ მიშელს მოუწოდეს თბილისში დაგეგმილი შეხვედრების დროს, მხარეებთან შეთანხმების გზების გამონახვის შესაძლებლობებზე ისაუბროს.
"ბიძინა ივანიშვილის სხვა ენა არ ესმის, ერთადერთი ესმის საერთაშორისო ზეწოლა. მასზე პირადი სანქციების მიღება არის ერთადერთი გზა, რის მერეც ის იძულებული გახდება მიიღოს ქართველი ხალხის წინადადება," - აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა დამენია.
ოპოზიციას აქვს იმედი, რომ ევროპელი სტუმარი "ქართული ოცნების" დარწმუნებას შეძლებს იმაში, რომ მათ გააგრძელონ დიალოგი ოპოზიცასთან.
"მისი პოზიცია იქნება ისეთი, როგორიც არის სხვა ყველა დასავლელი პარტნიორის პოზიცია. როდესაც ის ხელისუფლებას გაესაუბრება. ჩვენი გზავნილი იქნება დაარწმუნოს კიდევ ერთხელ დიალოგის აუცილებლობაში," - აღნიშნავს პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.