ზაზა გახელაძის ახლობლებს არანაირი ინფორმაცია არ აქვთ თუ როგორ არის ოკუპანტების ტყვე. ზაზა გახელაძის დედას ახლა მხოლოდ ერგნეთის შეხვედრის იმედი აქვს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა სოფელ ერგნეთში 5 მარტს არის ჩანიშნული.
შეგახსენებთ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ 5 თებერვალს ზაზა გახელაძეს, რომელიც ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდების გამო უკანონო პატიმრობაში იმყოფება, 12.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლო მას ე.წ. სამართალდამცველის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობასაც ედავებოდა.
საქართველოს მოქალაქე გასული წლის 11 ივლისს ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან სხვილოს ციხესთან მდებარე ველიდან გაიტაცეს, იქამდე კი დაჭრეს.