17 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა - გრიგოლ გეგელიას განმარტებით,"ლელო" ქვეყნის პარალიზების წინააღმდეგია

ოპოზიციური პარტია "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელიას განცხადებით, კარვებით გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას მათი პარტია იმიტომ არ ეთანხმება, რომ ეს უკვე ქალაქის პარალიზებას გამოიწვევს. 

"ვინ როგორ ტაქტიკას ამჯობინებს, ეს ბუნებრივია შესაძლოა იყოს განხილვის საგანი. ოპოზიციური სპექტრი ფართოა და გაგვაჩნია მთელი რიგი განსხვავებები, რაც სრულიად ნორმალურია. კარვის დადგმა თავისუფლების ერთ-ერთი გამოვლინებაა, ჩვენ ლელოში ამ აზრზე ვართ, თუმცა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სხვა ფორმას წარმოადგენ. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა ის ზომა, რაც ქვეყნის პარალიზებას გამოიწვევს, ჩვენთვის ნაკლებად მისაღებია,"- აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია. 

აღსანიშნავია, რომ გუშინ, "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარძემ საკითხზე განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ პარტია "ლელო" "კარვების ქალაქის" საკითხზე აქტივისტების ულტიმატუმს ემიჯნება.

რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას "ლელოს" მსგავსად არც "სტრატეგია აღმაშენებელში" ემხრობა.

ამავე თემაზე
დღის ამბები