19 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
ქუთაისში ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ვახო სანაიას მხარდამჭერი აქცია გამართეს

ქუთაისში ჟურნალისტ ვახო სანაიას მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართა. ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ვახო სანაიასა და მის ოჯახზე განხორციელებული თავდასხმა დაგმეს.

აქციის მონაწილეთა თქმით, მედიის წარმომადგენელზე თავდასხმა და ძალადობა, ეს არის ძალადობა ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებზე, რაშიც პირველ რიგში დამნაშავეები არიან არა პირდაპირი მოძალადეები, არამედ ადამიანები, რომლებიც ტირაჟირებენ ძალადობას თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, რაც ფაქტების პროვოცირებას უწყობს ხელს.

ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს ადამიანების დაცვა. აქციის მონაწილეებმა მანიფესტს მოაწერეს ხელი.

დღის ამბები