17 ნოემბერი 2024,   09:45
ვრცლად
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს გამართავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში იმყოფება. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა.

დღეიდან კი ის ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს. მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და დაესწრება ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნას. შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.

დღის ამბები