პროტესტის 92-ე დღე და დაანონსებული პერმანენტული აქციები - სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დღეს მსვლელობით გაემართებიან ბიძინა ივანიშვილის სახლთან, სადაც აქცია-პერფორმანსს გამართავენ.
აქციები, პერმანენტული სახით, თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გაიმართება, მოთხოვნები კი უცვლელი რჩება - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.