17 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს ინტენსიურად იმუშაონ, რომ მოხდეს სიტუაციის განეიტრალება - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შარლ მიშელმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში დიალოგის მნიშვნელობას:

"ჩემი ვიზიტი არის გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ეს აშფოთებს ევროკავშირსაც და მეც პირადად. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ ინტენსიურად იმუშაონ იმისთვის, რომ მოხდეს განეიტრალება სიტუაციის.

ჩვენი შეხვედრის დროს მე მოვუწოდებ ამ მოქმედებისკენ, პასუხისმგებელიანი მოქმედებისკენ, პოლიტიკურ მხარეებს შორის დიალოგისკენ. პოლიტიკურ მხარეებს შორის ოპოზიციასთან და მთავრობასთან. მე საშუალება მექნება, რომ შევხვდე და მქონდეს გულწრფელი საუბარი პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ვიცი, რომ პოლიტიკური დებატები საჭიროებს აუცილებლად "ლიდერშიფს", ყველა მხარის ჩართულობას. მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს აქვს ყველა საშუალება, რომ ეს გამოწვევა მიიღოს. ქვეყანამ მოახდინოს დემოკრატიული ბაზების კონსოლიდირება არამხოლოდ ევროპასთან კავშირში, არამედ თავისი დემოკრატიული ბაზებისაც, რათა ადამიანის უფლებები იყოს დაცული, მათი სურვილები განხორციელდეს, შეიქმნას პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც გამყარებული იქნება ღია დემოკრატიით, დამოუკიდებელი და წარმომადგენლობითი სასამართლო სისტემით. ეს გაამყარებს ურთიერთობას საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ეს მიზნები ჩვენი ასოცირების ხელშეკრულებაშია ასახული, რომელიც ძალიან ამბიციურია,"- განაცხადა შარლ მიშელმა.

დღის ამბები