ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, შარლ მიშელმა ევროკავშირის სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დღეს ადმინისტრაციულ დემარკაციის ხაზთან მისვლასაც გეგმავს:
"მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ევროკავშირის მყარი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიების მთლიანობასთან დაკავშირებით და დღის მეორე ნახევარში მე მექნება საშუალება, რომ ადმინისტრაციული დემარკაციის ხაზამდე მივიდე. კიდევ ერთი შეხსენება საქართველოსთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ძირითად ღირებულებებთან დაკავშირებით გაერთიანება და ამაში თქვენ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ევროკავშირის ჩართულობის იმედი გქონდეთ,"- განაცხადა შარლ მიშელმა.