ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, დაახლოებით, ნახევარ საათში საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა.
ადგილზე უკვე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლები. დაგეგმილია განცხადების გაკეთება მედიასთან.
შარლ მიშელმა ოფიციალური შეხვედრები უკვე გამართა პრეზიდენტთან და პრემიერთან.
გარდა ამისა, შარლ მიშელი თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ოფისს გახსნის, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებს უმასპინძლებს და მათთან გამართავს შეხვედრას.
დაგეგმილია შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.
შარლ მიშელი საქართველოს გუშინ ეწვია. ის თბილისს 2 მარტს დატოვებს.