17 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
ამ ხალხს შეთანხმება არ უნდა, ამ ხალხს უნდა ჩხუბი - იაგო ხვიჩია

პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ თუ ოპოზიცია ან მმართველი გუნდი განწყობებს არ შეიცვლის, საერთაშორისო პარტნიორები ვერაფერს გამოასწორებენ. 

იაგო ხვიჩია დღევანდელ შეხვედრის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი.

"დიალოგის გადარჩენის ბევრი შანსი არსებობს, უბრალოდ, მხარეებს ეს უნდა უნდოდეთ. ჩვენ ახლა ვართ სიტუაციაში, სადაც მხარეებს შეთანხმება არ უნდათ და ჩვენი პარტნიორები აძალებენ "ნაციონალურ მოძრაობას" და "ქართულ ოცნებას" შეთანხმებას. 

ობიექტურად, ამ ხალხს არ უნდა შეთანხმება. ამ ხალხს უნდა ჩხუბი. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ახლა, უბრალოდ, შეეჩეხნენ რთულ სიტუაციას, როდესაც ეს ჩხუბი საზღვრამდე მივიდა და ადამიანი აღმოჩნდა ციხეში, ამ ჩხუბის შედეგად. 

ამ შეხვედრას ექნება თუ არა შინაარსი არ ვიცი, მე სკეპტიკური ვარ, როდესაც ჩემს კოლეგა ოპოზიციონერებს ვუყურებ, თუ ვინ ხვდება საერთაშორისო პარტნიორებს. იქ არის ხალხი, რომელთაც შეთანხმება, უბრალოდ, არ უნდათ. 

იქიდან მერე გამოვლენ ჩვენი მეგობრები და იტყვიან, რომ გავეცანით სიტუაციას და არ ვიცით აქედან არის თუ არა გამოსავალი, როგორც ეს აშშ-ს ელჩმა თქვა.  დღევანდელი შეხვედრაც ამაზეა დამოკიდებული, შეიცვალა თუ არა ოპოზიციამ ან მმართველ გუნდმა განწყობები. თუ ესენი არ შეიცვლიან, ისინი მოძალადებიი ხომ არ არიან რომ ძალით შეგვარიგონ,"-აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

 

დღის ამბები