17 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
"ზურა ჯაფარიძე იყო "გირჩის" სახელით" - იაგო ხვიჩიამ განმარტა რატომ არ იყო ოპოზიციისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შეხვედრაზე "გირჩი"

რატომ არ იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრაზე "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია - "დღის კურიერის" ეთერში იაგო ხვიჩიამ განმარტა, რომ სტუმართან წინასწარ შეთანხმებული პროტოკოლის მიხედვით, შეხვედრას უნდა დასწრებოდა "გირჩი", თუმცა იაგო ხვიჩია როგორც ამბობს, სავარაუდოდ, საერთაშორისო საზოგადოებისთვის უცნობია, რომ "გირჩს" ზურა ჯაფარიძე არ წარმოადგენს.

"ელჩი ხვდებოდა ყველა პარტიას, რომელმაც ბარიერი გადალახა. როგორც ჩვენთვის იყო ცნობილი, უბრალოდ, ზურა ჯაფარიძე იყო "გირჩის" სახელით წარმოდგენილი, ისევე როგორც ლიტველ დიპლომატთან, თუ პარლამენტის წევრთან იყო შეხვედრა, იქაც, როცა ჩვენ მოვიკითხეთ თვითონ ამ ხალხთან, გვითხრეს, რომ ჩვენ "გირჩს" შევხვდით.

როგორც ჩანს, ჯერჯერობით, არ არის საერთაშორისო საზოგადოებაში დალექილი ის ამბავი, რომ ზურა ჯაფარიძე აღარ წარმოადგენს "გირჩს", აქედან გამომდინარე, ჩვენ უბრალოდ მოგვიბოდიშეს და გვითხრეს, რომ შემდეგ შემთხვევაში ამას გაითვალისწინებდნენ. ეს არ იყო ოპოზიციაზე დამოკიდებული, ეს პროტოკოლი შეთანხმებული იყო თვითონ სტუმართან და იმედია, რომ სხვა შემთხვევაში, ეს იქნება გამოსწორებული.

ამ შემთხვევაში, ჩვენ დაახლოებით ვიცით, რას მოუყვებიან ელჩს და ჩვენი პოზიციებიც საჯაროდ არის ცნობილი, ზოგადად, ამასთან დაკავშირებით," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები