17 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
ოპოზიცია სააკაშვილის თამაშს თამაშობს, თუმცა "ლელოს" აქვს შანსი დაუსხლტეს სააკაშვილის კლანჭებს - იაგო ხვიჩია

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ოპოზიციაში ბევრი ისეთი პარტია არსებობს, რომლებიც შეთანხმების წინააღმდეგები არიან. მისივე განმარტებით, ოპოზიციიდან უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილის თამაშს თამაშობს და იქ გაერთიანებულ ზოგიერთ პარტიას, მაგალითად, "ლელოს" "ჯერ კიდევ აქვს შანსი დაუსხლტეს მიხეილ სააკაშვილის კლანჭებს." 

იაგო ხვიჩიამ ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა. 

"ოპოზიციაში ბევრი პარტია არსებობს და მე შემიძლია გითხრათ პარტიების მიხედვით, ვის რატომ არ უნდა შეთანხმება, მაგრამ ეს რას გვაძლევს, ამაზე ბევრი გვილაპარაკია. მაგალითად, ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილს არ უნდა, შედგეს ეს პარლამენტი, ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არ შედგეს პარლამენტი. მთელი პრობლემა ის არის, რომ არც ერთ მხარეს არ უნდა, რომ პარლამენტი შედგეს. "ქართულ ოცნებას" უნდა პარლამენტი "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე, მათ კი პარლამენტი საერთოდ არ უნდათ, გუნდიც არ შეურჩევიათ, რომ პარლამენტში საომრად იყვნენ გამზადებულები. დისკუსიაში შესვლა არ შეუძლიათ, ძალიან ცოტაა ასეთი ამ გუნდიდან ვისაც შეუძლია.

გასაკვირია, რომ პარტია "ლელო" ამდენ ხანს არის "ნაციონალურ მოძრაობასთან" შერწყმული. "სტრატეგია აღმაშენებელი" გასაგებია, ისინი მოდიან "ნაციონალური მოძრაობიდან" და ისედაც ცხადია, რომ ფაქტობრივად, თაკო ჩარკვიანი არის მიხეილ სააკაშვილის მთავარი სპიკერი. შესაბამისად, ის სწორედ თაკო ჩარკვიანის მეშვეობით ლანძღავს და აშავებს თავის ოპონენტებს. "ევროპული საქართველო" დაშლილია და ამ პარტიის წევრები თავისუფალი აგენტის სახით მოძრაობენ "ნაციონალურ მოძრაობაში". ასე რომ, ოპოზიციაში ძალიან ჭრელი სიტუაციაა, ისინი ახლა მიხეილ სააკაშვილის თამაშს თამაშობენ. თუმცა ზოგიერთ პარტიას, მაგალითად, "ლელოს" ნამდვილად აქვს შანსი დაუსხლტეს მიხეილ სააკაშვილის კლანჭებს," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

 

დღის ამბები