17 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
შეუძლებელია ხელისუფლებას მძევლად აყავდეს და აპატიმრდებდეს პოლიტიკურ ლიდერებს და ამ დროს საუბრობდეს დიალოგზე - სალომე სამადაშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხზე და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე ისაუბრა.

შარლ მიშელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, სამადაშვილმა ჟურმნალისტებთან აღნიშნა, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი საკითხი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება.

"ყველას ესმის, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არის აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესები, რაც შეიძლება ქვეყანაში განვირთადეს, აწყობს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს. ამიტომც ევროკავშირს პოლიტიკური კრიზის დაძლევის ჩვენს ქვეყანაში, აქვს გეპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესი. ჩვენ გვქონდა ძალიან საფუძვლიანი საუბარი იმაზე, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირის ფუნქცია გაძლიერდეს ამ კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად, ასევე იმ მთავარ პრობლემებზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ კრიზისიდან გამოსვლის თვალსაზრისით. 

ეს, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური პატიმრების თემა, ნიკა მელია და გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდნენ, რომ დავიწყოთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა და მეორე, ქვეყანას სჭირდება განახლებული დემოკრატიული პროცესი, რომელიც შეიძლება იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ გვქონდა ძალიან დეტალური საუბარი ყველაფერ ამაზე და იმ გზაზე, ჩვენ როგორ ვხედავთ შექნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, სამადაშვილიმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პარტნიორებს ესმით,  შეუძლებელია ხელისუფლებას მძევლად აყავდეს და აპატიმრდებდეს პოლიტიკურ ლიდერებს და ამ დროს, საუბრობდეს დიალოგზე.

"შემიძლია გითხრათ, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. თუ ვინმეს აქვს ილუზია და ამას ვამბობ "ქართული ოცნების" ხელისუფლების გასაგონად, თუ მმართველ გუნდს აქვს ილუზია, რომ ბატონი მიშელი დღეს ჩამოვიდა, ხვალ წავა და აღარ დაინტერესდება რა ხდება ჩვენ ქვეყანაში და როგორ გამოდის ქვეყანა კრიზისიდან, ეს ესე არ იქნება. დაპირება რომელიც მივიღეთ არის ის, რომ ევროკავშირი აქტიურად იქნება ჩართული გამოსავლის მოსაძებნად და განახორციელებს ყველა შესაძლო გზით ზეწოლას, რომ კრიზისი დაიძლიოს, მათ შორის, ხელისუფლებაზე, იმიტომ რომ ძალიან კარგად ესმით პარტნიორებს,  შეუძლებელია ხელისუფლებას მძევლად აყავდეს და აპატიმრდებდეს პოლიტიკურ ლიდერებს და ამ დროს, საუბრობდეს დიალოგზე, ეს არის თავისთავად, აბსურდული მოცემულობა,"-აღნიშნა სამადაშვილმა. 

დღის ამბები