17 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
ჩემი კონკრეტული შეთავაზებაა პროცესი მედიაციიდან კონკრეტულ მოდერატორობაში გადავიდეს - მამუკა ხაზარაძე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ "ლელოს" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ოპოზიციას დიალოგზე უარი არასდროს უთქვამს და რომ მან შეხვედრისას ხაზი გაუსვა იმ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და პანდემიურ კრიზისს, რომელიც ქვეყანაში არსებობს.

მამუკა ხაზარაძემ ევროსაბჭოს პრეზიდენტს შესთავაზა, რომ დიალოგის პროცესი მედიაციიდან უფრო აქტიურ ფაზაში უნდა გადავიდეს.

"ჩემი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი მედიაციიდან უნდა გადავიდეს კონკრეტულ მოდერატორობაში, რომ უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდეს ეს დიალოგი.

აქვე დავაფიქსირეთ, რომ ოპოზიციას არასდროს უარი არ უთქვამს დიალოგზე. ვუთხარით და მე კონკრეტულად ხაზი გავუსვი, რომ ქვეყანა არის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და პანდემიურ კრიზისში, ქვეყანა არის გაყოფილი ორად, საზოგადოება არის დაპირისპირებული, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, რომ მომავალში ვიაროთ და სახელმწიფოებრივი მშენებლობა გავაგრძელოთ არის რიგგარეშე არჩევნები და სხვადასხვა ვარიანტი შევთავაზოთ ამ რიგგარეშე არჩევნების, ეს შეიძლება გადიოდეს პლებისციტის ფორმაზე, პირდაპირ დანიშვნაზეც და რა თქმა უნდა, ხაზი იყო გასმული, რომ პოლიტიკური დევნა ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს, უნდა დამთავრდეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების როგორც იარაღად გამოყენება პოლიტოპონენტების მიმართ, ეს იყო ძირითადი. მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ყურადღებული და ჩვენ მივიღებთ სერიოზულ მედიატორულ ჯგუფს ამ პროცესში,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები