17 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
მართლმსაჯულების სისტემა მაქსიმალურად ჰუმანური იყო ნიკა მელიას მიმართ - ბექა დავითულიანი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ბექა დავითულიანის შეფასებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად "ქართული ოცნება" ყველა არსებულ ბერკეტს იყენებს.

მისი განცხადებით, ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების თავიდან არიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუ ხელისუფლება მართლმსაჯულების აღსრულებაში ჩაერეოდა. 

"რა თქმა უნდა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, პირველ რიგში, ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, მაგრამ ხელისუფლების ბერკეტები და ინსტრუმენტები შეზღუდულია ამ დაპირისპირების ან მოგვარებაში, ან რაიმე პოზიციონირებაში. ხელისუფლების ბერკეტი შეიძლება იყოს სულ რამდენიმე - ეს ყველაფერი დაიწყო არჩევნებიდან მოყოლებული. არჩევნები არ აღიარა და არ შემოვიდა პარლამენტში ოპოზიცია, რითაც დაიძაბა სიტუაცია. მთელი დასავლეთი მოუწოდებდა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ შემოსულიყვნენ პარლამენტში, მიეღოთ მონაწილეობა რეფორმების განხორციელებაში, რაც დაწყებულია პარლამენტში და საგამოძიებო კომისიის მუშაობაში. ოპოზიცია მიდიოდა პროცესების რადიკალიზაციისკენ.

კი ბატონო, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დიალოგი შედგეს და არ გადავაყოლოთ ერთმანეთთან კინკლაობას ქვეყნის ინტერესები ამ გართულებულ ვითარებაში. ამიტომ, "ქართული ოცნება" ყოველთვის მზად იყო ამ დიალოგისთვის.

გეთანხმებით, ნიკა მელიას დაკავებამ გაამწვავა და უფრო დაძაბა ფონი, მაგრამ არსებითად, ეს ფონი იქამდეც დაძაბული იყო. ნიკა მელიას პოლიტიკური არჩევანი იყო, რომ კიდევ უფრო დაემძიმებინა ვითარება.

თქვენ მეკითხებით, შეგვეძლო თუ არა, აგვერიდებინა თავიდან მართლმსაჯულების აღსრულება. თუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებდით და პოლიტიკურად ჩავერეოდით მართლმსაჯულების აღსრულება-არაღსრულების პროცესში, ნამდვილად შეგვეძლო აგვერიდებინა, არ მივცემდით ხმას იმუნიტეტის მოხსნას და ეს საკითხი დღის წესრიგში არ დადგებოდა, თუმცა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა საერთოდ, მართლმსაჯულების აღსრულება ამ ქვეყანაში შესაძლებელია თუ არა. იმიტომ, რომ მერე, როდესაც ათასობით მოქალაქე მოიხსნიდა სამაჯურს და უარს იტყოდა გირაოს  გადახდაზე, იმათთვის გასაცემი პასუხი არ გვექნებოდა.

მთავარი ის არის, რომ ხელისუფლების მხრიდან ნიკა მელიას დევნა ნამდვილად არ ყოფილა და ამას ადასტურებს უმარტივესი ფაქტი - მთელი მართლმსაჯულების სისტემა მაქსიმალურად ჰუმანური იყო მის მიმართ, გირაოზე გირაო დაუმატეს, რომ ის პატიმრობაში არ მოხვედრილიყო,"-განაცხადა ბექა დავითულიანმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები