ევროსაბჭოს პრეზიდენტმა "კურიერის" კითხვას საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ და პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში არსებული გამოსავლის შესახებ უპასუხა და განაცხადა, რომ ქვეყანა ძალიან რთული სიტუაციის წინაშეა და არსებობს იმის აუცილებლობა, რომ შემუშავდეს კონკრეტული სტრატეგია და ვიპოვოთ პოლიტიკური გადაწყვეტა არსებულ კრიზისში, რომლის განსამუხტად ერთადერთ გზას ევროსაბჭოს პრეზიდენტი პოლიტიკურ დიალოგს ასახელებს.
"ძალიან რთული სიტუაციის წინაშე არსებობთ, არა მარტო საქართველოს ეხება ეს, ეს არის გლობალურად კოვიდის მიერ გამოწვეული სირთულეები და ვაქცინაციის წვდომა და ა.შ.
არსებობს იმის აუცილებლობა, რომ შემუშავდეს სტრატეგია და ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, იმისათვის, რომ ქვეყანამ იქონიოს წვდომა ვაქცინებზე და თან საერთაშორისო დონეზეც გეოპოლიტიკური სიტუაცია გულისხმობს იმას, რომ ბევრი პოლიტიკური სირთულე არსებობს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკური გადაწყვეტა ვიპოვოთ ამ პროცესში, ერთადერთი გზა ამისთვის არის პოლიტიკური დიალოგი.
ამიტომ მახარებს, რომ ეს გზავნილი, რომელიც ბატონმა პრემიერმა გამოხატა, რომელსაც ევროკავშირში წავიღებ, რომ სხვადასხვა მოსაზრება იქნება გაჟღერებული, მოსმენილი, სხვადასხვა საკითხებზე შედგება დიალოგი, სხვადასხვა ელემენტზე იქნება საუბარი იმისათვის, რომ წინსვლა ვიქონიოთ.
ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა ამ დადებით ძალისხმევას შევუწყოთ ხელი იმისათვის, რომ ამ მოთამაშეებმა არა მარტო მთავრობამ, არამედ ოპოზიციურმა მოთამაშეებმაც პოზიტიური და კონსტრუქციული როლი ითამაშონ ამ პროცესში და სწორი მიმართულებით განვითარდეს ქვეყანა. აი ამის გაჟღერებას ვცდილობ იმიტომ, რომ თქვენ სწორი ბრძანეთ, ევროპული პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში ყველა მოქალაქეებისთვის, იმიტომ რომ ზიარი ფასეულობები, ჩვენი ერთიანი მომავალი და საქართველოს მომავალი ამას მოითხოვს.
იმედი მაქვს, რომ თქვენ შეძლებთ წინსვლა იქონიოთ დიალოგის პროცესში იმიტომ, რომ ჩვენ თუ შევძლებთ წინსვლის მიღწევას, მაშინ იმ რეფორმებსაც განვახორციელებთ, რაც ქვეყანას, ქვეყნის მოსახლეობას სჭირდება და არა ევროკავშირს, თქვენს ქვეყანას სჭირდება ეს რეფორმები.
რეფორმის განხორციელება აუცილებლად მნიშვნელოვანი და ეს რეფორმები გააძლიერებს საქართველოს და ეს მნიშვნელოვანი მომენტი იქნება.
ბრიუსელშიც, 2 კვირაში ჩვენ გვექნება პრემიერ-მინისტრის მასპინძლობის სიამოვნება ასოცირების საბჭოს შეხვედრა არის ჩანიშნული. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატია ჩვენი ურთიერთობის საქართველოსა და ევროკავშირს შორის," - განაცხადა შარლ მიშელმა.