17 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
COVAX პლატფორმას გარკვეული შეფერხებები აქვს მოწოდებაში - ეკატერინე ტიკარაძე 

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "დღის კურიერის" ეთერში განმარტა, თუ რატომ ვერ მიიღო საქართველომ ვაქცინა ამ დრომდე და ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ COVAX პლატფორმამ თავად ვერ მიიღო მომწოდებლისგან დაპირებული ვაქცინის დოზა და შესაბამისად, მისი გადანაწილებაც, დაპირების მიუხედავად, ვერ მოხერხდა. 

"ყველა საუბრობს იმაზე, თუ როგორ ვერ შეასრულა მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ დადებული პირობები. თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს გლობალურ პრობლემებთან. სამწუხაროდ, COVAX პლატფორმამ ასევე ვერ მიიღო მომწოდებლებისგან დაპირებული მილიონ 200 000 ვაქცინა, რომელიც შემდეგ, უნდა გადაენაწილებინა ქვეყნებისთვის. მხოლოდ 300 000 ვაქცინა მიიღო და შესაბამისად, გააჩნიათ გარკვეული შეფერხებები მოწოდებაში. ეს, ასევე განპირობებულია იმ გვერდითი მოლაპარაკებებით, რომლებსაც სხვადასხვა შუამავლები აწარმოებენ და რის გამოც, მნიშვნელოვნად შეცვლილია სახელმწიფოების მხრიდან კომუნიკაცია. რეალურად, არც ერთ მწარმოებელ სახელმწიფოები აღარ აძლევენ ამ გვერდითი მოლაპარაკებების საშუალებას. ამ კონტექსტში, ყველაზე ცუდი მაგალითი ისრაელის მაგალითია. ისრაელი ერთ-ერთი მთავარი ქვეყანაა, რომელმაც დააფინანსა "ფაიზერის" წარმოება და მისი მთავარი სპონსორია,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები