საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვების საჭიროებას ვერ ხედავს.
ეკატერინე ტიკარაძე "დღის კურიერში" პარტია "ლელოს" გამოეხმაურა, რომელიც ჯამდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს.
"გარდა იმისა რომ პანდემიას ვმართავ, არაერთხელ მაქვს ნათქვამი, დაგეგმილი მაქვს არაერთი რეფორმის განხორციელება, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ ეტაპობრივად, ძალიან წარმატებულად განვახორციელებ და ვთვლი, რომ "ლელოს" გადასაწყვეტი ნამდვილად არ იქნება, გადადგება თუ არა ეკატერინე ტიკარაძე,"- აღნიშნა "დღის კურიერში ჯანდავცის მინისტრმა.
ვაქცინაციის პროცესის დაწყების რამდენჯერმე გადადების გამო, პარტია "ლელო" ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს.
პოლიტიკური გაერთიანება პრეპარატის ქვეყანაში შემოტანაზე პასუხისმგებლობას, სწორედ ეკატერინე ტიკარაძეს აკისრებს.