ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დღეს საღამოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.
შარლ მიშელმა დღეს საღამოსვე დიალოგის მისი მონაწილეობით გაგრძელება ოპონენტებს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე შესთავაზა.
შეხვედრა 20:00 საათზე ორბელიანების სასახლეში დაიწყება.