პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე მივიდნენ. შეგახსენებთ, დღეს საღამოს ხელისუფლებასა და მათ ოპონენტებს შორის დიალოგი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით განახლდა.
დიალოგის განახლებაზე შეთავაზება შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ამ შეთავაზების შემდეგ დიალოგში ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფება, სადაც მხარეებს შორის დიალოგი დაიწყო.