17 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპის საბჭოს ორგანიზებით ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, სადაც ოპოზიციის წამრომადგენლები და თავად პრემიერი იმყოფებოდა, განაცხადა, რომ შეხვედრა საკმაოდ კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა. 

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში კვლავ გააგრძელებს მუშაობას. 

"მინდა განვაცხადო, რომ შარლ მიშელის ორგანიზებით ჩატარებული შეხვედრა, საკმაოდ კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა. ვიმსჯელეთ მთელ რიგ საკითხებზე. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიციები, რომელზეც ჩვენი არგუმენტები გვაქვს. მოვისმინეთ თითოეული მონაწილისგან დასმული შეკითხვები და გავეცი მათ პასუხი. შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება. მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან. ევროპის საბჭოს პრეზიდენტის რჩევა იყო ის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში გამოვნახოთ საერთო ენა. უნდა გამოვნახით შესაძლებლობა და საერთო ეროვნული იდეა, რომელიც ჩვენს ხალხს გააერთიანებს. ეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ერს, საერთო თანხმობა რეალურ საკითხებზე.  იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და ჩვენ, ჩვენი მხრივ ვადასტურებთ სრულ მზაობას დიალოგის გასაგრძელებლად,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები