17 ნოემბერი 2024,   08:57
ვრცლად
2 კვირაში დავაკვირდებით, თუ რა სახის პროგრესია სხვადასხვა რთულ საკითხზე მიღწეული - ევროპის საბჭოს პრეზიდენტი

ევროკავშირის პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობით გამართული შეხვედრა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის თითქმის სამ საათს გაგრძელდა. როგორც შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, მხარეებს ორ კვირიანი ვადა აქვთ, რომ მოხდეს სხვადასხვა იდეის შეჯერება.

"ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებთან და პრემიერ-მინისტრთან. გვქონდა შესაძლებლობა მოგვესმინა ერთმანეთისთვის და ჩვენ გვესმის, რომ ძალიან ბევრ რთულ საკითხს გამკლავება სჭირდება.

მე შევთავაზე მხარეებს ევროკავშირის მხარდაჭერა იმისათვის, რომ მოხდეს სხვადასხა იდეების შეჯერება. 2 კვირაში ასოცირების შეთანხმებაზე ბრიუსელში გვექნება შეხვედრა. ჩვენ დავაკვირდებით, თუ რა სახის პროგრესია სხვადასხვა რთულ საკითხზე მიღწეული. მაგრამ მთავარი გზავნილი არის შემდეგი, ეს არის საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა.

ამ ქვეყანაში ბევრი კომპლექსური გამოწვევაა. ეკონომიკურ-სოციალური, პანდემიური, უსაფრთხოებისა თუ სტაბილურობის კუთხით.

ეს მნიშვნელოვანი გამოწვევებია, რაც გამკლავებას საჭიროებს. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას ეს პოლიტიკური კრიზისი. მე დღეს ამაყი ვარ, რომ გადაიდგა სიღრმისეული და მნიშვნელოვანი ნაბიჯები სწორი მიმართულებით.

ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვარდა. როცა ყველა პოლიტიკური მონაწილის მკაფიო შეკითხვაა, არის თუ არა პოლიტიკური ნება, გაძლიერდეს პოლიტიკური დიალოგი იმისთვის, რომ ერთად ვიპოვოთ გამოსავალი, მივიღე პასუხი - დიახ. ეს არის კარგი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჩვენ გავაგრძელებთ ყველა პოზიტიური ძალისხმევის მხარდაჭერას," - აღნიშნა შარლ მიშელმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ. 

დღის ამბები