ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრას "ტვიტერზეც" გამოეხმაურა.
შარლ მიშელმა შეხვედრა პოლიტიკურ ოპონენტებს შორის სწორი მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა.
"ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა. ზოგიერთი საკითხი გადაუჭრელი რჩება, მაგრამ ყველა მხრიდან არსებობს პოლიტიკური გამოსავლის პოვნის სურვილი," - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
მიშელის ამ განცხადებას ტვიტერის საშუალებით გამოეხმაურა ლიეტუვის პრეზიდენტი. გიტანას ნაუსედამ შარლ მიშელის საქართველოში მისიას მხარი დაუჭირა და ხაზი დიალოგის აუცილებლობას გაუსვა.
"ყველა პოლიტიკური პარტია საქართველოს ინტერესებისთვის უნდა გაერთიანდეს," - წერს ნაუსედა.