17 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველო დატოვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველო დატოვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააცილა.

ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, ბელგიასა და ლუქსემბურგის სამეფოში საქართველოს საგანაგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰერცელი.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან. შარლ მიშელი, ასევე შეხვდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

"ის ფაქტი, რომ ის უშუალოდ იყო ჩართული შიდა პოლიტიკური პროცესების მოწესრიგების პროცესში, მიანიშნებს იმას თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი ქვეყანაში სტაბილურობას, ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, რადგანაც აუცილებელია, რომ ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ ამ კრიზისული სიტუაციიდან," - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

დღის ამბები