17 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
"მათთვის დღევანდელი დღე ჯოჯოხეთია" - რომან გოცირიძე დეპუტატებზე

პარლამენტთან დილიდან ხმაური იყო. შენობის პიკეტირება უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. სამართალდამცავები და მომიტინგეები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ, ამ დროისთვის, დაკავებულია 7 პირი.

ადგილზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებიან, მათი განცხადებით, შეკრება მშვიდობიანია და შენობის ბლოკირებას არ გეგმავენ. 

"ადამიანების აქტიური ჯგუფი ამ ერთპარტიულ პარლამენტს პროტესტს უცხადებს. მათ უნდა დაინახონ და გაიგონ ეს ხმა. ოღონდ, არანაირი ამოცანა არ დასმულა იმაზე, რომ ისინი პარლამენტში არ შევუშვათ. ჩვენ პროტესტს ეტაპობრივად მივყვებით," -ამბობს ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია. 

რომან გოცირიძის განცხადებით კი, დღევანდელი დღე დეპუტატებისთვის "ჯოჯოხეთია". 

"ვიცი პარლამენტის შიდა სამზარეულო, მათთვის დღევანდელი დღე არის ჯოჯოხეთი. ეს არის "სირცხვილის კორიდორი", რომელსაც უყურებს მთელი ქვეყანა, უყურებენ მათი ოჯახები,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი რომან გოცირიძე. 

დილიდან პარლამენტში შესვლა დეპუტატებს შეძახილებისა და სტვენის თანხლებით უწევდათ.

 

დღის ამბები