24 აპრილი 2024,   15:52
ვრცლად
თამარ გაბუნიას თქმით, COVAX-ის გუშინდელი პასუხი შესაძლოა თარგმანის უზუსტობა იყო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, COVAX-ის პასუხი, რომ ვაქცინაციის მისაღებად საქართველოს შესაბამისი პირობები არ აქვს, შესაძლოა, თარგმანის უზუსტობა იყო.

თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ ამაზე ახსნა-განმარტება COVAX-ის პრესსამსახურმა გააკეთოს. 

"COVAX პლატფორმასთან კომუნიკაცია გუშინ რამდენჯერმე მქონდა. მე ვფიქრობ, რომ შესაძლოა, თარგმანის უზუსტობა იყო, ვინაიდან, ჩვენ გვაქვს წერილი, რომელიც ზუსტად მიუთითებს რა პირობის გამო ვერ მოხერხდა ვაქცინის მოწოდება ამ დრომდე. ჩემი მოლოდინია, რომ ამასთან დაკავშირებით, შესაძლოა, COVAX-ის პრესსამსახურმა თავად გააკეთოს ახნა-განმარტება," - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები