დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო ახალ ამერიკულ ვაქცინა NOVAVAX-ს მიიღებს.
გამყრელიძის თქმით, საქართველოს NOVAVAX-სის მწარმოებელთან პირდაპირი მოლაპარაკება დაწყებული აქვს.
"დამიდასტურეს, რომ ფული unicef-ზე უკვე გადარიცხულია. დანარჩენი, რას გამოაცხადებს COVAX პლატფორმა, ეს არ ვიცი. ვიცი ის, რომ ჩვენ COVAX პლატფორმისგან მივიღეთ შემოთავაზება, რომ მეორე ძალიან პერსპექტიული, ახალი ამერიკული ვაქცინა 2 თვის შემდეგ განთავსდება COVAX-ზე და მას საქართველო მიიღებს.
ამ ვაქცინას საქართველო მიიღებს და ჩვენ გვაქვს NOVAVAX-სის მწარმოებელთან პირდაპირი მოლაპარაკება დამატებითი დოზების მიღებასთან დაკავშირებით," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.