ევროსაბჭოს პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტის შესახებ წერს, რომ ამ სტუმრობამ მას, სულ მცირე, თვალი აუხილა.
ასევე, შარლ მიშელი შეშფოთებას გამოხატავს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და პოლარიზაციაზე.
"საქართველოში ჩემმა ვიზიტმა, სულ მცირე, თვალი ამიხილა.
ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის არსებობა სამხრეთ ოსეთში იმის დასტურია, რომ ევროკავშირის ყოფნა ასეთ რეგიონში ზოგჯერ აუცილებელზე მეტია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსგავსი რეგიონებისთვის. მავთულხლართები ყოფს ოჯახებს და ბავშვებს სკოლაში სიარულის საშუალებას არ აძლევს. ეს დაუშვებელია.
მე კვლავ ვადასტურებ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ევროკავშირი და მათ შორის, პირადად მეც, შეშფოთებული ვართ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისითა და პოლარიზაციით. ამის მიუხედავად, დღეს მე თითოეული პოლიტიკური აქტორისგან ვიგრძენი სურვილი იმისა, რომ დაიწყონ დიალოგი, წინ გადადგან ნაბიჯი და იპოვონ გამოსავალი შექმნილი რთული ვითარებიდან. მხარეებთან შეხვედრის შემდეგ მე თითოეული მათგანი შეხვედრაზე მოვიწვიე, რაც მაგიდის გარშემო მსხდარ მხარეებს შორის სპონტანურ და ღია დებატებში გადაიზარდა. ევროკავშირის პრიორიტეტი ყოველთვის იყო საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვა და ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ამ მიმართულებით კიდევ გვაქვს სამუშაო. დღეს ამაყი ვარ, რადგან სწორი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა.
გადავწყვიტე, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო ბრიუსელში მარტის შუა რიცხვებში ჩავატარო. ეს იქნება შეხვედრა, სადაც განვიხილავთ იმ პროგრესს, რომელიც სხვადასხვა რთული საკითხის გადაწყვეტის მხრივ იქნა მიღწეული.
დიდი მადლობა საქართველო ასეთი თბილი მიღებისთვის!"- წერს შარლ მიშელი.