17 ნოემბერი 2024,   08:59
ვრცლად
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თანამდებობა დატოვა.

როგორც უწყებაში, "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.  

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა.  

 

დღის ამბები