17 ნოემბერი 2024,   09:21
ვრცლად
ცვლილებები საარჩევნო კოდექსს კიდევ უფრო დემოკრატიულს გახდის - ანრი ოხანაშვილი

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელზეც პარლამენტში მუშაობა დაიწყო, შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნში.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ პროექტი არის დემოკრატიული და ხელს შეუწყობს, რომ წერტილი დაესვას ამ თემასთან დაკავშირებით გამოთქმულ სპეკულაციებს.

"საარჩევნო საკითხების რეფორმირება და ცვლილებები კოდექსში კიდევ ერთხელ საარჩევნო კოდექსს გახდის კიდევ უფრო დემოკრატიულს, კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი იქნება ჩადებული და მთლიანობაში ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ წერტილი დაესვას სპეკულაციებს რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხრიდან" - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

საარჩევნო რეფორმის პროექტს, რომელზეც პარლამენტში მუშაობა დაიწყო, "ევროპელი სოციალისტების” მხარდაჭერა ექნება. თუმცა, პარლამენტის წევრის, პარტია ”ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიას თქმით, პროექტში არ არის გათვალისწინებული მათი მოთხოვნა, თუმცა პირველ მოსმენაზე საკითხს დააყენებენ.  

"მართლაც რომ რეფორმაა, 30 წლის განმავლობაში ასეთი რეფორმა არ ყოფილა. ეს სიღრმისეული რეფორმაა. მიმაჩნია, რომ დიდი განსხვავებაა საკრებულოს დეპუტატებსა და პარლამეტში დეპუტატებს შორის.

თანაფარდობა მაჟორიტარებსა და  პროპორციული სიით არჩეულს შორის უნდა იყოს ერთი ერთზე, ან უნდა იყოს სრულად პროპორციული," - აცხადებს ფრიდონ ინჯია.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ყველას ინტერესშია, რომ ბარიერი დაიწიოს.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ცვლილებები მაისამდე უნდა მოესწროს. პროექტი საბოლოო ჯამში ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს უნდა გადაეგზავნოს.

შეგახსენებთ, რომ  პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა მიმდინარეობს. პარტია მოქალაქეებთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება. დოკუმენტის განხილვა უკვე უახლოეს ბიუროს სხდომაზე გატანის შემდეგ კომიტეტებში დაიწყება. საკანონმდებლო ცვლილებები 13 პუნქტს მოიცავს. 

დღის ამბები