17 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
ბატონმა მიშელმა გვითხრა, რომ თქვენი ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ მძიმე ვითარებაში, უკან მოსახედი გზა არ გქონდეთო - სალომე სამადაშვილი 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართულ შეხვედრას მნიშვნელოვან მოვლენას უწოდებს და ამბობს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა პროცესებმა, რომელიც გუშინ დაიწყო, შედეგი გამოიღოს. 

"გუშინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ შიდა პოლიტიკურ პროცესებში საქართველოში ასეთი მაღალი დონის ჩართვა ევროკავშირის, ეს აჩვენებს იმას, რომ ევროკავშირი მოიაზრებს, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი მათი გამოწვევაც არის და მათი პრობლემაც არის. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ პროცესმა, რომელიც გუშინ დაიწყო, გამოიღოს კონკრეტული შედეგები. ეს სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს და ეს გვითხრა გუშინ ბატონმა მიშელმა, რომ თქვენი ქვეყანა რამდენიმე თვეში შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ მძიმე ვითარებაში, უკან მოსახედი გზა არ გქონდეთ და სწორედ ეს იყო მისი მთავარი მოწოდება, რომ ყველა მხარემ გამოიჩინოს კეთილი ნება და პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ ჩვენ ეს კრიზისი დავძლიოთ," - ამბობს სალომე სამადაშვილი.

 

 

დღის ამბები