17 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
ვადამდელი არჩევნების ჩატარების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ პრიორიტეტი საარჩევნო სისტემის რეფორმირებაა - ლევან იოსელიანი

პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ეთანხმება მისი თანაპარტიელის ალეკო ელისაშვილი განცხადებას, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გარე კარნახით არ უნდა მოხდეს:

"ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ვერავინ ვერ გვიკარნახებს დაინიშნოს თუ არა, ეს რეალურად არის საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიებს შორის შეთანხმების საგანია და როგორი მეგობარიც არ უნდა იყოს შენს მაგივრად ვერ მიღებს ამ გადაწყვეტილებას,"- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანმა კომენტარი 6 პუნქტიან დოკუმენტზეც გააკეთა, რაც ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრაზე განიხილეს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით ჩატარდა და რომლის ერთ-ერთი პუნქტი პოტენციურ ადრეულ არჩევნებს ეხება. ლევან იოსელიანის თქმით, ამ ეტაპზე, მათთვის ვადამდელ არჩევნებზე პრიორიტეტული საარჩევნო რეფორმაა:

"ვადამდელი არჩევნები თუ ჩატარდება, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია პრიორიტეტი ახლა არის საარჩევნო სისტემის რეფორმირება და ჩვენ ამით ვართ დაკავებული ჩვენ ავიღეთ ეს პასუხისმგებლობა თავზე,"- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დღის ამბები