17 ნოემბერი 2024,   09:57
ვრცლად
მიშელმა გვითხრა შეწყვიტეთ პროვოკაციული ნაბიჯები, და რა ხდება... პარლამენტთან დგანან, აბა მონებო გამოეთრიეთო - ალეკო ელისაშვილი

პარლამენტის წევრისა და პარტია "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ხელისუფლებას და ოპოზიციას მოუწოდა, რომ შეწყვიტონ ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები და გადადგან შეთანხმების მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯები.

"იყო ასე კითხვა დასმული - შეთანხმება გინდათ?! - ორივე მხრიდან იყო პასუხი, გვინდა. ამის შემდეგ იყო კითხვა, თუ გინდათ რეალური პოლიტიკური შეთანხმება, კრიზისის დასრულება, ქვეყანასა და ხალხზე ფიქრი, კარგად მიმოიხედეთ თქვენს გარშემო რა ხდება, ხალხს ყური დაუგდეთო... მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთო, თუ გინდა ორი კვირის ვადაში შეთანხმება შედგეს, რომ ღარიბაშვილი უკვე ჩამოვიდეს შეთანხმებული ბრიუსელში, ამიტომ, დღეს ერთ რამეზე შევთანხმდეთო, აქ პოლიტიკურ საკითხზე ვერ ვთანხმდებით, არც მაქვს ამის ილუზია. მე ნუ მომთხოვთ ან თარიღი დავასახელო ან... მან გვითხა ასეთი რამ, მოდით, შეთანხმდით მთავარზე, რომ დაუწევთ ტონს, მოეშვებით ასეთ რიტორიკას, ორივე მხარეს მოგვმართავდა. მოდით შეწყვიტეთ პროვოკაციული ნაბიჯები, მოდი შეწყვიტეთ ასე ერთმანეთთან ლაპარაკი, მოდით დაუკელით ტონს და გადადგით ერთმანეთისკენ ნაბიჯები... ვთქვით, შევთანხმდითო.  და რა ხდება, დილით ვიღვიძებთ და პარლამენტთან დგანან, აბა მონებო, გამოეთრიეთ, გამოგათრევთ. შემდეგ ღარიბაშვილიც დაბრუნდა თავის ლიანდაგზე და დაიწყო ისევ, წითელი ხაზი ეს არის, ლურჯი ხაზი ის არის," - განაცხადა "ღამის კურიერში" ალეკო ელისაშვილმა. 

დღის ამბები