"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, ოპოზიციაში არ მალავენ, რომ კოალიციურ მთავრობაზე იყო შეთანხმება და "ნაციონალური მთავრობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ეს ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზეც განაცხადა.
ამასთან, ინაშვილი "ღამის კურიერში" სტუმრობისას სვამს კითხვას, თუ "ნაციონალურ მოძრაობას" ნამდვილად ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, მათ აქციებზე რატომ არ დადის ხალხი.
"არ მალავენ რომ იყო შეთანხმება კოალიციურ მთავრობაზე. მიშელთან შეხვედრაზეც ღიად თქვა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, რომ ჩვენ ხომ გვქონდა შეთანხმება, რომ კოალიციური მთავრობა უნდა შეგვექმნაო, ანუ გადაგდებულად მიიჩნევენ ისინი თავს. "ოცნება" პირიქით, გაბრაზებულია მათთზე, რომ რა გინდათ, ინაშვილი და "პატიოტები" გავდგით პარლამენტიდან, რაც შეგვეძლო წავართვით ხმები და თქვენ ხართ აგერ და... თუ ამდენი მხარდამჭერი ჰყავთ, რა მოცულობითაც პარლამენტში შეიტანეს ეს პარტია, ხალხი რატომ არ მოდის მათ აქციებზე. პირდაპირი კავშირი არსებობს მხარდამჭერებსა და ამომრჩეველს შორის და როცა შენ დგახარ აქციაზე თუ პიკეტზე რამდენიმე ათეულ კაცთან ერთად და ასჯერ მეტი პოლიციელი დგას და ჟურნალისტი, რომელიც ქმნის ამ მასას, ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ მათ ეს ხმები არ ჰქონდათ," - განაცხადა ირმა ინაშვილმა.