17 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
დეპოლარიზაციისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი - პოლონეთის პრეზიდენტი შარლ მიშელის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე

დიდი წარმატება და დეპოლარიზაციისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი - ასე შეაფასა პოლონეთის პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ორი დღის წინ გამართული შეხვედრა. ამის შესახებ ანდჟეი დუდამ მის ქართველ კოლეგასთან, ვიდეოზარით საუბრის დროს განაცხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ კოლეგებს შორის განხილვის თემა იყო საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და პერსპექტივები.

საუბარი შეეხო რეგიონში ევროკავშირის მეტი ჩართულობის მნიშვნელობას - მათ შორის სექტორულ ინტეგრაციას - განსაკუთრებით ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში. სალომე ზურაბიშვილმა და ანდჟეი დუდამ ასევე განიხილეს პანდემია და საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის აუცილებლობა.

დღის ამბები