სომხეთში მზადება საპროტესტო გამოსვლისთვის დღეს დილიდან დაიწყო, რომლესაც ნიკოლ ფაშინიანის მოწინააღმდეგეები დააორგანიზეს.
შეკრება მარშალ ბაგრამიანის მოედანზე იგეგმება. ამ ფორმით ოპოზიციას სურს აჩვენოს, რომ მოქმედ პრემიერ-მინისტრს გაცილებით მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს, ვიდრე მხარდამჭერი.
პარალელურად, ახალი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად ემზადება ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობისთვის მზადაა.
"ხავერდის დასასრული" - ეს იქნება სლოგანი, რომლითაც ფაშინიანი საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ არჩევნებში გამარჯვებას გეგმავს.
ავტორი: ლიკა ალელიშვვილი